განცხადებები

გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. რუსთავში, შპს „გია-2019“-ს ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება

  • 2021-09-14

გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. რუსთავში, შპს „გია-2019“-ს ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „გია-2019“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. N72.

გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

2021 წლის 4 ოქტომბერი, 14:00 საათი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა;

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge 

განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში

არატექნიკური რეზიუმე

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები