განცხადებები

ფრაქცია "ქართული ოცნება-ჯანსაღი მომავლისთვის" წევრები ონლაინ ფორუმს „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ დაესწრნენ

  • 2021-09-16
Image

რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ფრაქცია "ქართული ოცნება-ჯანსაღი მომავლისთვის" თავმჯდომარე ბონდო მამულაშვილმა, წევრებმა, ამირან ჯანჯღავამ და რამაზ გოგობერიშვილმა, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით გამართულ ონლაინ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.
ფორუმში „ ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ მონაწილეებს, COVID19-ის პანდემიის დროს სპორტულ შეჯიბრებებსა და ღონისძიებების გამართვისთვის დაწესებული ახალი პროტოკოლი გააცნეს.
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონმა ძალოსნობაში ლაშა ტალახაძემ და საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, ონლაინ ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას, ქვეყანაში პანდემიის დამარცხების მიზნით, COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.