განცხადებები

ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიამ მორიგი სხდომა გამართა

  • 2021-09-24
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიამ, კომისიის თავმჯდომარის გოჩა ჯანგიძის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გამართა.
ქონების კომისიის სხდომის ფარგლებში, კომისიის წევრებმა იმსჯელეს და საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით, უკან დაუბრუნდა მერიას მოქალაქეთათვის პირობით გამოცხადებულ აუქციონში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების, კერძოდ მშენებლობის შეუსრულებლობის გამო დარღვეული ვადის განსაზღვრის საკითხი, რომელიც კომისიის სხდომაზე, მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ნინო სოსელიამ წარადგინა.
კომისიის წევრებმა, ასევე იმსჯელეს 21-ე მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების გეგმის დამტკიცების საკითხზე.
სხდომაზე წარმოდგენილი საკითხები, კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, შემდგომი განხილვისთვის საკრებულოს ბიუროს გადაეცა.