განცხადებები

საკრებულოში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

  • 2021-09-24
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიამ, კომისიის თავმჯდომარის გიორგი ტუხაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს მოქალაქის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცებაზე იმსჯელეს.
„ფიროსმანის ქუჩაზე, ყოფილი აბანოს ტერიტორიაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, კერძო პირის მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია გადაეგზავნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რაზეც თანხმობა მიეცა ინვესტორს. კონცეფცია ითვალისწინებს ტერიტორიაზე ორი ოთხ სართულიანი ბინის მშენებლობას.“- განაცხადა მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ეკა პაპუაშვილმა.
კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია მიეცა, თბილისის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობის მიზნით, წარმოდგენილ კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს, ზონის ცვლილებას.
აღნიშნული საკითხები, კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, შემდგომი განხილვისთვის საკრებულოს ბიუროს გადაეცა.