განცხადებები

რუსთავის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა

  • 2021-09-24
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ქავთარაძის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გაიმართა.
საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით, ფიროსმანის ქუჩაზე, ორი ოთხ სართულიანი, მრავალბინიანი, საცხოვრებელი ბინა აშენდება.
როგორც მომხსენებელმა, მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა პაპუაშვილმა განაცხადა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, შემოვიდა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია, რომელიც გადაეგზავნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რაზეც თანხმობა მიეცა ინვესტორს. თუმცა, ტერიტორიას შერეული ზონა ჰქონდა მინიჭებული და საჭიროებდა ცვლილებას. დღეს კი საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, შერეული ზონა შეიცვალა საცხოვრებელი ზონა ორით და ინვესტორს საშუალება ეძლევა ტერიტორიაზე ორი ოთხ სართულიანი ბინის მშენებლობის. შედეგად, ფიროსმანის ქუჩას შეემატება ერთი კარგად დაგეგმარებული, ლამაზი საცხოვრებელი სივრცე, თავისი მიწისქვეშა ავტოპარკინგით და კეთილმოწყობილი შიდა ეზოთი.“- განმარტა სხდომაზე ეკა პაპუაშვილმა.
საკრებულოს სხდომის ფარგლებში, დამტკიცდა 21-ე მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხუთი ჰექტარი, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების გეგმა.
რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქმედ, ვეტერანების საკითხების და რუსთავის განვითარების, ტურიზმის და საერთაშორისო ურთიერთობების შემსწავლელ დროებით სამუშაო ჯგუფებს, ერთი თვით გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა.