განცხადებები

სოხუმის დაცემის დღე რუსთავში

  • 2021-09-27
Image

სოხუმის დაცემის დღიდან 28 წელი გავიდა.
რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ქავთარაძემ ჟიული შარტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნას.
ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმში მოკლეს.
დღესვე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დიდების ხეივანში, გვირგვინებით შეამკეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი.
ღონისძიებას, საკრებულოს დეპუტატები და ომის რუსთაველი ვეტერანები ესწრებოდნენ.
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად, 300 ათასამდე მშვიდობიანმა მოქალაქემ დევნილის სტატუსით დატოვა აფხაზეთი. შეიარაღებულმა კონფლიქტმა სხვადასხვა ეროვნების 10 ათასამდე მებრძოლის და 4 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.