განცხადებები

დაგეგმე შენი ბიუჯეტი, გადადი ლინკზე და მიიღე მონაწილეობა კენჭისყრაში

  • 2021-10-15
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტი სლოგანით ,,დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამას ახორცეილებს. პროგრამის მიზანია, გაზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე.

პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. შერჩეული საპროექტო წინადადებები დაფინანსდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალური ბიუჯეტიდან. პროექტის ადმინისტრირების წესები დამტკიცებულია რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.

მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

ბ) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებში;

გ) საპროექტო წინადადების გასახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს;

დ) წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე ან ისედაც გათვალისწინებული ბიუჯეტში (ბიუჯეტის პროექტში);

ე) პროექტის განხორციელება უნდა იყოს ტექნიკურად შესაძლებელი.

მონაწილეობითი ბიუჯეტირების ხელშეწყობის პროგრამის სამუშაო ჯგუფის სხდომის #1 ოქმი

პროექტის პირველ ეტაპზე სულ შემოვიდა 45 წინადადება, აქედან არსებული კრიტერიუმები დააკმაყოფილა და ხმის მიცემის ეტაპზე გადავიდა 10 პროექტი. ის პროექტი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, დაფინანსდება რუსთავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან. სასურველ პროექტზე ხმის მიცემა შესაძლებელია 2021 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ბმულზე: http://research.csed.ge/research/gtkhovt-monishnot-romeli-proeqtis-gankhortsieleba-gsurt-q-rustavis-2022-tslis-munitsipaluri-biujetidan/61602415cd10ae089a5382c7?fbclid=IwAR1gvIBLIjhKJ18X8L7UF0sYfe_2GBHEBpiHkHE4CKn7OCLnbK5gqV57tCk