განცხადებები

კოვიდ 19-ის ვაქცინაციის მიძრავი პუნქტები რუსთავში

  • 2021-10-12
Image

დღეიდან, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი, რომელიც აქამდე 23-ე საჯარო სკოლის წინ იღებდა ვაქცინაციის მსურველებს, განთავსებულია თოდრიის წრის მიმდებარედ.
რუსთავში, სამედიცინო დაწესებულებების პარალელურად, კოვიდვაქცინით იმუნიზაცია შესაძლებელია მე-19 მკ/რნ, აღმაშენებლის გამზირი N89, (სუპერმარკეტ ,,მადაგონის“ წინ), თოდრიის წრის მიმდებარე ტერიტორიაზე და მეგობრობის გამზირზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ.
რუსთავში მოძრავ ვაქცინაციის ცენტრებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება ,,ფაიზერის”, ,,სინოვაკის” და ,,სინოფარმის’’ წარმოების ვაქცინითაა შესაძლებელი.
იმუნიზაციის მსურველებს 11:00 საათიდან ჩაუტარებენ აცრას.
ადგილზე მისულ რუსთაველებს, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, ყველა იმ მომსახურებას გაუწევს, რასაც ამბულატორია სთავაზობთ.
რუსთავში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები 2 სექტემბერს ამოქმედდა და მათი მომსახურებით, 3583-მა მოქალაქემ უკვე ისარგებლა.