განცხადებები

საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიამ მორიგი სხდომა გამართა

  • 2021-10-12
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიამ, კომისიის თავმჯდომარის გოჩა ჯანგიძის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გამართა.
შ.პ.ს „პოლივიმი“- ის პირობით გამოცხადებულ აუქციონში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების, კერძოდ მშენებლობის შესრულების დადასტურებაზე თანხმობის მიცემის საკითხი, კომისიის სხდომაზე, მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ნინო სოსელიამ წარადგინა.
ქონების კომისიის სხდომის ფარგლებში, კომისიის წევრებმა ტყე-ჭალის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 22496,3 კვ.მეტრი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის ნუსხისა და 21-ე მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, 612 კვ.მეტრი ფართობის საპრივატიზებო ობიექტის ნუსხის დამტკიცების საკითხებზე იმსჯელეს.
სხდომაზე წარმოდგენილი საკითხები, კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, შემდგომი განხილვისთვის საკრებულოს ბიუროს გადაეცა.