განცხადებები

საკრებულოში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა ჩატარდა

  • 2021-10-12
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიამ, კომისიის თავმჯდომარის გიორგი ტუხაშვილის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცებაზე იმსჯელეს.
„ 21-ე მიკრორაიონის ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, კერძო პირის მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია გადაეგზავნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რაზეც თანხმობა მიეცა ინვესტორს.“- განაცხადა მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ეკა პაპუაშვილმა.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხები, კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, შემდგომი განხილვისთვის საკრებულოს ბიუროს გადაეცა.