განცხადებები

რუსთავში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა

  • 2021-10-13
Image

რუსთავში, მე-4 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე კოვიდ 19-ის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა.
ვაქცინაციის ცენტრი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და ხელშეწყობით გაიხსნა.
ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერის მოადგილე დავით იშხნელი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდეტი ნათია ლოლაძე, და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ქავთარაძე დაესწრნენ.
მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში, უსაფრთხო ვაქცინაციისთვის ყველა პირობაა შექმნილი. სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ანტიშოკური და ანტიალერგიული პრეპარატებით, ამასთან, გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგები. ცენტრში ფუნქციონირებს შოკის ოთახიც.
ვაქცინაციის მსურველებს, ადგილზე, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურადაა ჩართული ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი იმუნიზაციის პროცესში, როგორც საინფორმაციო მასალების გავრცელების, ასევე კლინიკებში ვაქცინაციის მსურველთა რიგების მართვის კუთხით.
რუსთავში, კოვიდ-19-ის ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია ასევე ქალაქის სამედიცინო დაწესებულებებსა და მოძრავ ამცრელ პუნქტებში.
მოძრავი ვაქცინაციის ცენტრები განთავსებულია მე-19 მკ/რნ, აღმაშენებლის გამზირი N89, (სუპერმარკეტ ,,მადაგონის“ წინ), თოდრიის წრის მიმდებარე ტერიტორიაზე და მეგობრობის გამზირზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ.
კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება ,,ფაიზერის”, ,,სინოვაკის” და ,,სინოფარმის’’ წარმოების ვაქცინითაა შესაძლებელი.
იმუნიზაციის მსურველებს 11:00 საათიდან უტარებენ აცრას.
ადგილზე მისულ რუსთაველებს, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ყველა იმ მომსახურებას გაუწევს, რასაც ამბულატორია სთავაზობთ.