განცხადებები

საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

  • 2021-10-19
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჯღარკავა ხელმძღვანელობდა.
კომისიის ფარგლებში, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის, სოციალური განყოფილების მოსმენა გაიმართა.
სხდომის ფარგლებში, მერის მოადგილე დავით იშხნელმა და სოციალური განყოფილების ხელმძღვანელმა, თეა გაგიევამ სტუდენტთა სოციალური პროგრამებისა და უფასო სასადილოების პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების შესახებ კომიის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
სოციალური განყოფილების უფროსმა თეა გაგიევამ კომისიის წევრთა კითხვებს უპასუხა და პროგრამების მიმდინარეობასა და სამომვალო გეგმების შესახებ ისაუბრა.
როგორც სხომაზე მერის მოადგილე დავით იშხნელმა განაცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტში მაღალი მოსწრების მაგისტრატურის სტუდენტებისა და ასევე, კოლეჯის სტუდენტების დაფინანსება იგეგმება.
მისივე თქმით, მომავალ წელს უფასო სასადილოების ბენეფიციართათვის კვების ახალი მენიუ იქნება შეთავაზებული, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს.
კომისიის ფარგლებში, მოსმენილ იქნა კომისიის წევრთა მოსაზრებები და შენიშვნები.