განცხადებები

საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიამ მორიგი სხდომა გამართა

  • 2021-10-22
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიამ, კომისიის თავმჯდომარის გოჩა ჯანგიძის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გამართა.
სხდომის ფარგლებში, კომისიის წევრებმა 21-ე მიკრორაიონში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
ასევე, განიხილეს საკითხები მე-8 მიკრორაიონის N12 და თბილისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და ტყე-ჭალის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ.
სხდომაზე წარმოდგენილი საკითხები, რომელიც მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ნინო სოსელიამ წარადგინა, კომისიის გადაწყვეტილებით, შემდგომი განხილვისთვის, საკრებულოს ბიუროს გადაეცა.