განცხადებები

საკრებულოში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

  • 2021-10-22
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ტუხაშვილი ხელმძღვანელობდა.
კომისიის სხდომაზე ერთ ძირითად საკითხზე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს და შემდგომი განხილვისთვის საკრებულოს ბიუროს გადასცეს.
სხდომაზე საკითხი მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ეკა პაპუაშვილმა წარადგინა.