განცხადებები

რუსთავის თეატრის ახლადრეაბილიტირებულ სკვერში, ფოტოგრაფ რაჟდენ გაბრიჭიძის სახელობის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დაჯილლდოეს

  • 2021-10-28
Image

რუსთავის თეატრის ახლადრეაბილიტირებულ სკვერში, ფოტოგრაფ რაჟდენ გაბრიჭიძის სახელობის ფოტოკონკურსის ,,ჩემი რუსთავი’’ გამარჯვებულთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
კონკურსის საუკეთესო ფოტოების ავტორები, სიგელებით და სიმბოლური საჩუქრებით, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ქავთარაძემ დააჯილდოეს.
ღონისძიებას რუსთავის მერის მოადგილე დავით იშხნელი, რაჟდენ გაბრიჭიძის ოჯახის წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ფოტოკონკურსი სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა ოცდათორმეტმა რუსთაველმა მიიღო.