განცხადებები

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ქავთარაძემ ვაქცინაციის კამპანიაში „შენი ქმედება წყვეტს“ მიიღო მონაწილეობა

  • 2021-11-01
Image

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ქავთარაძემ, დემოკრატიული ცენტრების ქსელის რუსთავის ოფისში გამართულ ვაქცინაციის კამპანიაში „შენი ქმედება წყვეტს“ მიიღო მონაწილეობა.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის და კანტის აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა, მიზნად ისახავდა 18-29 წლამდე ახალგაზრდების ვაქცინაციაში ჩართვას და პანდემიის დაძლევაში ვაქცინაციის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებას.
ღონისძიებას, რუსთავის და მარნეულის ახალგაზრდებთან ერთად, პუბლიცისტი, გერმანისტი ლაშა ბაქრაძე და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ.