განცხადებები

საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიამ მორიგი სხდომა გამართა.

  • 2021-11-05
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვეფხვაძის ხელმძღვანელობით, კომისიის მორიგი სხდომა გამართა.
დეპუტატებმა, რუსთავის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს.
კომისიის წევრებს ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ლევან კავთიაშვილმა გააცნო.
როგორც ლევან კავთიაშვილმა განაცხადა, 2021 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებები გამოიწვია, ხარჯვით ნაწილში დაფიქსირებულმა ეკონომიებმა და გამოთავისუფლებულმა თანხებმა.
„- ხარჯვით ნაწილში დაფიქსირებულმა ეკონომიებმა და გამოთავისუფლებულმა თანხებმა შეადგინა - 787,3 ათასი ლარი, ჭარბმა შემოსავლებმა - 243,5 ათასი ლარი შეადგინა,“- განაცხადა სხდომაზე ლევან კავთიაშვილმა. მისივე განმარტებით, 2021 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში თანხები სხვადასხვა პროგრამებში, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებში გადანაწილდა.
აღსანიშნავია, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის როგორც შემოსულობების, ასევე გადასახადების ნაწილის გეგმა განისაზღვრა 75 მილიონ 562,7 ათასი ლარით.