განცხადებები

რუსთავის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა

  • 2021-11-05
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ქავთარაძის ხელმძღვანელობით, რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2021 წლის ბიუჯეტის გაზრდას მხარი დაუჭირა. ბიუჯეტის მოცულობამ - 75 მილიონ 562,7 ათასი ლარი შეადგინა.
სათათბირო ორგანოს წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში შემოსული თანხა რიგ პროგრამებში, ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებში გადანაწილდა.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ლევან კავთიაშვილის განაცხადებით, 30 ათასი ლარი მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების, 93,2 ათასი ლარი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამებს მოხმარდება. ასევე 66,9 ათასი ლარით გაიზარდა სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობის პროგრამა.