განცხადებები

საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიამ მორიგი სხდომა გამართა

  • 2021-11-15
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიამ, კომისიის თავმჯდომარის გოჩა ჯანგიძის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გამართა.
სხდომის ფარგლებში, კომისიის წევრებმა 21-ე მიკრორაიონის, დავით გარეჯის ქუჩისა და ლემშვენიერას გზატკეცილის მიმდებარე ტერიტრიებზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
ასევე, განიხილეს თოდრიას ქუჩაზე, 60 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთზე, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, პირისთვის დარღვევის გამოსწორების ვადის განსაზღვრისთვის თანხმობის მიცემის საკითხი.
სხდომაზე წარმოდგენილი საკითხები, რომელიც მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ნინო სოსელიამ წარადგინა, კომისიის გადაწყვეტილებით, შემდგომი განხილვისთვის, საკრებულოს ბიუროს გადაეცა.