განცხადებები

საკრებულოში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

  • 2021-11-15
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ტუხაშვილი უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ ძირითად საკითხზე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში 2022 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ იმსჯელეს.
როგორც მომხსენებელმა, მერიის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა, ზაზა ზაზაძემ განაცხადა, 2022 წელს ქალაქში 25 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება.
მათ შორის:
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია;
კლდიაშვილის, დიდების ხეივანის, ჩეხოვის N8-სა და მესხიშვილის N11-13-თან სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია;
რუსთაველის ქუჩაზე ფასადებისა და ტროტუარების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი;
ქაშაკაშვილის N8, N10, რუსთაველის N11, ვაჟა-ფშაველას II გასასვლელის N4, თბილისის N26, რჩეულიშვილის N2 და ჩაპაევის N5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლების გამაგრება/რეაბილიტაცია;
ნეკრასოვისა და სამშვილდის, სამგორის, ლეონიძის, გრიგოლ ხანძთელის, დოლიძის, წერეთლის, მშვიდობის (საზოგადოება აზოტის მიმდ. ტერიტორია), და მშენებელთა ქუჩაზე ვენდისპანსერის მისასვლელი გზების რეაბილიტაცია და ასფალტ-ბეტონის მოწყობა;
კულტურისა და დასვენების პარკში ველობილიკის მოწყობა;
კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე N1 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია;
შარტავას გამზირზე N19 დან მე-20 მკრ-ის N1 კორპუსამდე ტროტუარების მოწყობა;

ზაზაძის თქმით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროექტები, შემდგომი განხილვისა და შესაბამისი დაფინანსების მიღების მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება