განცხადებები

რუსთავის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა

  • 2021-11-15
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულომ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ქავთარაძის ხელმძღვანელობით, რიგგარეშე სხდომა გამართა.
სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 5 ძირითად საკითხზე იმსჯელეს.
საკრებულომ მოიწონა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში 2022 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები.
როგორც მომხსენებელმა, მერიის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა, ზაზა ზაზაძემ განაცხადა, 2022 წელს ქალაქში 25 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება.
მათ შორის:
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია;
კლდიაშვილის,დიდების ხეივანის, ჩეხოვის N8-სა და მესხიშვილის N11-13-თან სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია;
რუსთაველის ქუჩაზე ფასადებისა და ტროტუარების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი;
ქაშაკაშვილის N8, N10, რუსთაველის N11, ვაჟა-ფშაველას II გასასვლელის N4, თბილისის N26, რჩეულიშვილის N2 და ჩაპაევის N5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლების გამაგრება/რეაბილიტაცია;
ნეკრასოვისა და სამშვილდის, სამგორის, ლეონიძის, გრიგოლ ხანძთელის, დოლიძის, წერეთლის, მშვიდობის (საზოგადოება აზოტის მიმდ. ტერიტორია), და მშენებელთა ქუჩაზე ვენდისპანსერის მისასვლელი გზების რეაბილიტაცია და ასფალტ-ბეტონის მოწყობა;
კულტურისა და დასვენების პარკში ველობილიკის მოწყობა;
კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე N1 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია;
შარტავას გამზირზე N19 დან მე-20 მკრ-ის N1 კორპუსამდე ტროტუარების მოწყობა;
აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროექტები, შემდგომი განხილვისა და შესაბამისი დაფინანსების მიღების მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება.
დღესვე, საკრებულომ 21-ე მიკრორაიონის, დავით გარეჯის ქუჩისა და ლემშვენიერას გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიებზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა დაამტკიცა.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის“ სახელწოდება შეიცვალა სახელით სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი ,,კესანები“.