განცხადებები

22 ნოემბერს, 14:00 საათზე,, რუსთავის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება

  • 2021-11-16

22 ნოემბერს, 14:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის რუსთავის ოფისში, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ორგანიზებით გაიმართება თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა.

ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე შეხვედრა შედგება ონლაინ, ზუმის პლატფორმის გამოყენებით. განხილვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია რუსთავში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, რიგით მოქალაქეებს და ყველა სხვა დაინტერესებულ პირს.

მსურველებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ განცხადება ელექტრონულ მისამართზე lcharkviani@ncce.ge ან მესიჯი თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართის, ვინაობისა და სტატუსის მითითებით მობილურის ნომერზე 599 53 88 03. იმავე გზით თქვენ გამოგეგზავნებათ ზუმის ლინკი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ შეუერთდეთ შეხვედრას და მონაწილეობა მიიღოთ რუსთავის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში.