განცხადებები

რუსთავში ავარიული კორპუსების რეაბილიტაცია იწყება

  • 2021-11-16
Image

რუსთავის ახლადარჩეული მერის ნინო ლაცაბიძის წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტი - ავარიული კორპუსების რეაბილიტაცია 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში უკვე გათვალისწინებულია.
ნინო ლაცაბიძე დღეს ქალაქის იმ უბნების მოსახლეობას შეხვდა, სადაც ავარიული კორპუსების რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება და პროექტი მოსახლეობას გააცნო.
თბილისის, რჩეულიშვილის, ჩაპაევის, გიორგაძის, ჯავახიშვილის ქუჩებზე, ავარიული შენობების გამაგრება-რეაბილიტაციას, მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა.
აღნიშნულ მისამართებზე განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
ყველა ამ კორპუსზე სამხარაულის საექსპერტო ბიუროს მიერ დასკვნა უკვე მომზადებულია, პროექტები შესყიდულია და სამუშაოს შემსრულებლის გამოსავლენად ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
2022 წელს, რუსთავში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გასულ წელთან შედარებით, 10 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება.
მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ავარიული კორპუსების რეაბილიტაცია პრიორიტეტულ პროექტებშია გაწერილი.
გასულ წელთან შედარებით, 31 მილიონი ლარით გაზრდილი საწყისი ბიუჯეტის პროექტი მერიამ უკვე შეიტანა საკრებულოში განსახილველად.