განცხადებები

რუსთავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

  • 2021-11-22
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა, დემოკრატიული ცენტრების ქსელის რუსთავის ოფისში, ონლაინ ფორმატში გაიმართა.
2022 წლის ბიუჯეტის პროექტი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ვეფხვაძემ და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლევან კავთიაშვილმა წარადგენს.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, კანონის შესაბამისად, საკრებულოში 11 ნოემბერს შემოვიდა. რუსთავის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მთლიანი მოცულობა 81 მილიონ 200 ათასი ლარით განისაზღვრა.
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტი ენიჭება, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, განათლების, კულტურის, სპორტის, სოციალურის და ჯანდაცვის მიმართულებებს და ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
რუსთავის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ონლაინ განხილვაში მონაწილეობა, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.