განცხადებები

საკრებულოში საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა

  • 2021-11-24
Image

რუსთავის მეექვსე მოწვევის საკრებულოს, საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის სხდომის ფორმატში, რუსთავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ვეფხვაძე უძღვებოდა, დეპუტატებმა მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პარამეტრები, მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად განიხილეს.
რუსთავის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მთლიანი მოცულობა 81 მილიონ 200 ათასი ლარით განისაზღვრა. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, პრიორიტეტი ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, განათლების, კულტურის სფეროს პროგრამებს და გარემოს დაცვის მიმართულებას ენიჭება.
როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლევან კავთიაშვილმა სხდომაზე განაცხადა, 2022 წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 60%-ით, 31 მილიონი ლარით იზრდება. მისივე განმარტებით, ზრდაა ყველა, 32-ვე მუნიციპალური პროგრამის ნაწილში. კერძოდ, ინფრასტრუქტრული პროექტებისთვის გათვალისწინებულია - 35%, განათლება -19%, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდული მიმართულება -13%, სოციალური-ჯანდაცვა -7% , გარემოს დაცვა -10% იზრდება.
2022 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, კანონის შესაბამისად, საკრებულოში 11 ნოემბერს შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე მოეწყო ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის საჯარო, საკომისიო და ფრაქციის ფორმატში განხილვები.
სხდომაზე წარმოდგენილი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით შემდგომი განხილვისთვის საკრებულოს ბიუროს გადაეცა.