განცხადებები

საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინსფრასტრუქტურის კომისიამ მორიგი სხდომა გამართა

  • 2021-11-24
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინსფრასტრუქტურის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომის ფარგლებში, ლეონიძის ქუჩასა და მე-20 მიკრორაიონში მდებარე მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს. ასევე, განიხილეს საკითხი მე-18 მიკრორაიონში მდებარე მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ.
კომისიის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგით წარმოდგენილ სამივე საკითხს , ბიუროს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილი უძღვებოდა.