განცხადებები

საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიამ მორიგი სხდომა გამართა

  • 2021-11-25
Image

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ ცხრა ძირითად საკითხზე იმსჯელეს.
სხდომის ფარგლებში, კომისიის წევრებმა, მხარი დაუჭირეს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცებას.
ასევე განიხილეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის დებულებაში შესატანი ცვლილებები. კერძოდ, არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილებას შეეცვალა სახელი და ჩამოყალიბდა სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის სანებართვო განყოფილებად.
კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს მერიის აპარატის სამსახურის სახელწოდებად, მერიის ადმინისტრაციად გადაკეთების შესახებ.
აღნიშნული საკითხი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის, იურიდიული განყოფილების ხემლძღვანელმა ანა კაპანაძემ წარმოადგინა.
კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საკითხებს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკონდაცია მიეცა.