განცხადებები

რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა

  • 2021-12-03
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.
ახლადარჩეული საკრებულოს სხდომა, N20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაურმა გახსნა და საკრებულოს პირველი სხდომის თავმჯდომარედ უხუცესი წევრი ლიანა ჯღარკავა დაასახელა.
ხმის დამთვლელი და სამანდატო დროებითი კომისიების არჩევის შემდეგ, ახლადარჩეულმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მეშვიდე მოწვევის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის საკითხს.
დღის წესრიგის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარის თანამადებობაზე პარტიებმა კანდიდატები წარადგინეს.
პარტია „ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო “- მამუკა რეხვიაშვილი, ხოლო პარტია „საქართველოსთვის“- ნოდარ შეროზია დასახელდა. პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატი არ წარადგინა, უარი განაცხადა კენჭისყრაში მონაწილეობაზე და სხდომა სრული შემადგენლობით დატოვა.
ფარული კენჭისყრის შედეგად, „ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“კანდიდატმა მამუკა რეხვიაშვილმა მიიღო 16 ხმა, ხოლო „საქართველოსთვის“ კანდიდატმა ნოდარ შეროზიამ 3 ხმა.
დასახელებულმა კანდიდატებმა ვერ მიიღეს კანონით გათვალისწინებული საჭირო რაოდენობის ხმები, რის შედეგადაც საკრებულოს სამანდატო დროებითმა კომისიამ, გამოაცხადა მეორე ტური. თუმცა, პარტიამ „საქართველოსთვის“ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და საკრებულოს სხდომა დატოვა.
მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კენჭისყრა რეგლემენტით გათვალისწინებულ ვადაში, უახლოეს სხდომაზე გაიმართება.