განცხადებები

რუსთავის მერმა მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ დედებს 3 მარტი მიულოცა

  • 2016-03-03
Image

რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა. ქალაქის მერმა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, სამი მრავალშვილიანი დედა პირადად მოინახულა და ყვავილები და საჩუქრები გადასცა. დღესვე, რუსთავის მერიის ორგანიზებით, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში, დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, სადაც სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები იყვნენ მიწვეულნი. დედის დღესა და ქალთა დღესასწაულს, ქალაქის მერი სოციალურად დაუცველ ყველა მრავალშვილიან დედას და მუნიციპალურ მოხუცთა სახლ ,,ქსენონში’’ მცხოვრებ ქალბატონებსაც მიულოცავს.