განცხადებები

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის” ფოლადის სადნობი ინდუქციური ღუმელების მოწყობა და ექსპლუატაცია

  • 2021-12-17

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. რუსთავში, შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის” ფოლადის სადნობი ინდუქციური ღუმელების მოწყობა და ექსპლუატაცია

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: თუჯის ან ფოლადის დნობა პროდუქციის წარმოების მიზნით;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ფერო ელოის ფროდაქშენი”;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქალაქ რუსთავი;

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა:

2021 წლის 24 დეკემბერი, 11:00 საათი. ქ. რუსთავის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ქ. რუსთავის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge. (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი:  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს).

ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.

სკოპინგის განცხადება

 

სკოპინგის ანგარიში