რუსთავის მერიაში, მოქალაქეებისთვის მუნიციპალური სერვისების შექმნისა და მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, თანამშრომლებს ტრენინგები უტარდებათ

  • 2022-01-18
Image

მოქალაქეებისთვის მუნიციპალური სერვისების შექმნისა და მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, რუსთავის მერიის თანამშრომლებს ტრენინგები უტარდებათ.

ტრენინგები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში,  ,,რუსთავის ინოვაციების ჰაბის“ და ,,ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ ორგანიზებით  ტარდება.  

ტრენინგების თემა სერვისების დიზაინია. დასრულების შემდგომ გაიმართება სამუშაო შეხვედრები, სადაც ადგილზე მოხდება კონკრეტული სერვისების ისე დაგეგმვა და დამუშავება, რომ მიმღებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გახდეს.

პროექტის მიზანი რუსთავსა და ბათუმში, მუნიციპალური სერვისების დიზაინის პროცესის განვითარებაა.

ადგილობრივი სერვისების შექმნისა და მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, აღნიშნულ ქალაქებში მცირე კვლევაც ჩატარდა. პროექტის ფარგლებში მომზადდება სერვისდიზაინის სახელმძღვანელო, რომელიც შემდგომი გამოყენებისთვის გადაეცემა რუსთავისა და ბათუმის მერიებს.