განცხადებები

ახალგაზრდებთან შეთანხმებით და ჩართულობით განვახორციელებთ რუსთავში ყველა მნიშვნელოვან პროექტს-ნინო ლაცაბიძე

  • 2022-01-29
Image

ახალგაზრდებთან შეთანხმებით და მათი ჩართულობით განვახორციელებთ რუსთავში ყველა მნიშვნელოვან პროექტს-ასე დაიწყო რუსთავის მერმა სპეციალურად ახალგაზრდებისთვის დღეს გამართული პრეზენტაცია, სადაც მერიის ახალი პროექტები და სერვისები წარადგინა.
სტუდენტების დაფინანსების ახალი მოდელი-მაგისტრანტების და დოქტორანტების დაფინანსება, მუნიციპალიტეტში სტაჟირების პროგრამა, არაფორმალური განათლების ცენტრის-მედიათეკის მშენებლობა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია, კულტურის და სპორტის ახალი მიმართულებები, ინფრქსტრუქტურული პროექტები, რეკრეაციული სივრცეები, ცხელი ხაზის განახლებული სერვისი, ქალაქის ეკოლოგია.
ეს ის პროექტები და პროგრამებია, რაც ნინო ლაცაბიძემ რუსთავის სქაუთგარდენში გამართულ შეხვედრაზე გააცნო ახალგაზრდებს.
2022 წელს, რუსთავი 30 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტით შეხვდა, რამაც ახალი სერვისების დანერგვის საშუალება მისცა ქალქის მერიას.