განცხადებები

რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია უხელმძღვანელებს

  • 2022-01-31
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია უხელმძღვანელებს.

ფარული კენჭისყრის შედეგად, ნოდარ შეროზიას პარტიებმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „საქართველოსთვის“ მხარი დაუჭირა. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო პარტია „ქართულმა ოცნებამ“.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ალექსანდრე ბერიძემ, ხოლო მოადგილის თანამდებობა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ზაზა ჯაიანმა დაიკავა.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ასევე არ დაასახელა საკუთარი კანდიდატურა საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობებზე.

რუსთავის წარმომადგენლობით ორგანოში სამი ფრაქცია „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „რუსთავი საქართველოსთვის“ დაფუძნდა.

ფრაქცია „ქართული ოცნება“-ლაშა ჩოფლიანი, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ -ზურაბ ბერაძე, ხოლო „ რუსთავი საქართველოსთვის“ -ნათია შელეგია უხელმძღვანელებს.

დღის წერიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ, საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარე ნოდარ შროზიამ სხდომა დახურულად გამოაცხადა.