განცხადებები

რუსთავში მერიის ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარები წამლებს ფასდაკლებით შეიძენენ

  • 2022-02-01
Image

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ფარმაცევტულ კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმის თანახმად, რუსთავი მერიის მედიკამენტებით დახმარების პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები, აფთიაქების მხრიდან, დამატებითი ფასდაკლებითაც ისარგებლებენ.
რუსთავის მუნიციპალიტეტმა 2022 წლიდან მედიკამენტებით დახმარების პროგრამის დაფინანსება გააორმაგა.
მიმდინარე წლიდან, პროგრამის ბენეფიციარები 100 ლარის ნაცვლად, 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ მედიკამენტების შესაძენად. მემორანდუმის თანახმად, კი ისინი ფასდაკლებითაც ისარგებლებენ და 200 ლარად, გაცილებით მეტი პრეპარატის შეძენას შეძლებენ.
ფარმაცევტული კომპანიები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ „მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარების” პროგრამით მოსარგებლე რუსთაველებისთვის, კალკულაცია, ფასდაკლების დღეებში არსებული ფასით გასცენ კვირის ნებისმიერ დღეს. ბენეფიციარები სერვისს გამარტივებული წესით მათთვის მოხერხებული მოდელით მიიღებენ.
რუსთავის მერის ამ ახალ ინიციატივას, ამ ეტაპზე, ,,ფარმაცევტული სახლი+”, ,,პსპ ფარმა” სს ,,გეფა”, (ფარმა დეპო, ჯი პი სი) „იმპექსფარმი”, ,,ავერსი – ფარმა” და კ/ს ,,კალანდაძე” შემოუერთდა. ფასდაკლებით წამლების შეძენას მედიკამენტებით დახმარების პროგრამის ბენეფიციარები სწორედ ამ სააფთიაქო ქსელებში შეძლებენ.