განცხადებები

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

  • 2022-02-05
Image

რუსთავში, შიდა საუბნო რეკრეაციული და ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობის სამუშაოები, აქტიურად მიმდინარეობს.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, უკვე დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

,,ჩვენ ვახორციელებთ მსხვილი რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაციას, ასევე  შიდა უბნებში და ეზოებში ისეთი ადგილების მოწყობას, სადაც მოსახლეობას დასვენების შესაძლებლობა ექნება. რუსთავში, რამდენიმე მისამართზე,  შიდა საუბნო სივრცეების  რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. მე ადგილზე ვეცნობი თითოეული პროექტის მიმდინარეობას, მთავარია, რომ სამუშაოები დასრულდეს მაქსიმალურად დათქმულ ვადებში  და მოსახლეობაზე ორიენტირებული იყოს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი მინი სკვერების მოწყობის სამუშაოები დღეისათვის  8 მისამართზე დასრულდა. ქალაქის სხვადასხვა უბანზე შიდა ეზოებში მოეწყო დეკორატიული ღობეები, ბორდიურები, მწვანე სივრცე, სარწყავი და გარე განათების სისტემა და საბავშვო-გასართობი ზონა.

პროექტების განსახორციელებლად, რუსთავის ბიუჯეტიდან, ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა. 2022 წელს,  რუსთავში, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ადგილობრივ ბიუჯეტში გასულ წელთან შედარებით, 10 მილიონი ლარით მეტია გათვალისწინებული.