განცხადებები

,,ჰაიდელბერგცემენტის” რუსთავის ქარხანა საწარმოების მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში შემოწმდა

  • 2022-02-08
Image

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონის აღსრულებისა და რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, შეხვედრა ამჯერად ,,ჰაიდელბერგ ჯორჯიას“ რუსთავის საწარმოში გაიმართა.
შეხვედრას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ლევან ვეფხვაძე დაესწრნენ.
როგორც ,,ჰაიდელბერგცემენტში“ აცხადებენ, ღუმელებისა და ცემენტის წისქვილების მტვერდამჭერი მოწყობილობები, აქამდე არსებული გარემოსდაცვითი რეგულაციებისა და მოთხოვნების შესაბამისად საწარმოში უკვე ფუნქციონირებს. უკვე შესყიდულია უწყვეტი მონიტორინგის სისტემაც, რომელიც მიმდინარე წლის აპრილის ბოლომდე დამონტაჟდება, რის შემდეგაც საწარმო სრულად დააკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს.
ქარხნების მონიტორინგის კამპანია, რუსთავის საწარმოო ზონაში მოქმედი ყველა წარმოების შემოწმებას ითვალისწინებს.