განცხადებები

რუსთავის მერიაში, ვაკანტურ პოზიციაზე მოხელეთა (ჰორიზონტალური) გადაყვანის შესახებ

  • 2022-02-08
Image

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ პოზიციაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელეთა (ჰორიზონტალური) გადაყვანის  შესახებ.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემდეგ ვაკანტურ პოზიციაზე:

  • ადმინისტრაციის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (1 ვაკანსია).

იწყება განცხადებების მიღება, აღნიშნული თანამდებობის დაკავების (ჰორიზონტალური გადაყვანა) მსურველი მოხელის გამოსავლენად.  

განაცხადის წარსადგენად განსაზღვრულია 2 სამუშაო დღის ვადა.  გადაყვანის პროცედურა წარიმართება და გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ  მოხელეებთან გასაუბრებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე და 48-ე მუხლების შესაბამისად და „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 13 თებერვლის N182 ბრძანებით დამტკიცებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან კანდიდატების შესაბამისობის, მათი კვალიფიკაციისა და შეფასების შედეგების გათვალისწინებით.