განცხადებები

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა

  • 2022-02-09
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარის ნოდარ შეროზიას ხელმძღვანელობით, სხდომა გაიმართა.
ფარული კენჭისყრის შედეგად, თვრამეტი ხმით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა თინათინ ლოცულაშვილმა დაიკავა.
საკრებულოს თავმჯდომარის ნოდარ შეროზიას არაერთი შეთავაზების მიუხედავად, ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ წარედგინა საკუთარი კანდიდატი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატი არ დაასახელა და არც კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა.
დღესვე, საკრებულოს სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სიის წევრების ერეკლე ლაცაბიძის და ბადრი მაჭავარიანის საკრებულოს წევრებად უფლებამოსილების საკითხი.