რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ეკონომიკური ინვესტიციების გეგმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს საქართველოსა და მოლდოვაში - დიანა იაბლონსკას შეხვდა.
შეხვედრას საქართველოში, ევროკავშირისა და ევროკომისიის მისიების წარმომადგენლები და რუსთავის მერის მოადგილე კახა გურული ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება ქალაქის მდგრად განვითარებაზე, ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, დეცენტრალიზაციასა და თანამედროვე მუნიციპალურ სერვისებზე, პროფესიულ განათლებაზე, ადგილობრივ დონეზე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გამახვილდა.
დიანა იაბლონსკას განცხადებით, რუსთავი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, რომელიც ევროკავშირის ინიციატივის - ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მონაწილეთა ე.წ მოკლე სიაში მოხვდა.
პროგრამა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად ხოციელდება, მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ინოვაციური პროექტების განხორციელების მხარდაჭერას ითვალისწინებს.