განცხადებები

რუსთავის მერიაში კიდევ ერთი ახალი პროგრამის- ,,მართე შენი ქალაქი“ განხორციელება დაიწყო

  • 2022-02-14
Image

რუსთავის მერიაში კიდევ ერთი ახალი პროგრამის- ,,მართე შენი ქალაქი“ განხორციელება დაიწყო.
პროექტი, ქალაქის მართვაში სტუდენტების ჩართვას და მათთვის თვითმმართველობის მუშაობის გაცნობას ითვალისწინებს.
პროგრამაში ჩართვის მსურველმა ახალგაზრდებმა, ონლაინ რეგისტრაცია გაიარეს.
პირველ ეტაპზე, პროექტში15 რუსთვაველი სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.
მუნიციპალიტეტის მუშაობის სპეციფიკის გასაცნობად მოსულ რუსთაველ ახალგაზრდებს, დღეს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა. პროექტის მონაწილე თხუთმეტი ახალგაზრდა, რუსთავის მერიის სამსახურების მუშაობას ეტაპობრივად გაეცნობა.