განცხადებები

რუსთავის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტის გაზრდის შესახებ, მერიის მიერ ინიცირებული პროექტი დაამტკიცა

  • 2022-02-14
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, თავმჯდომარის ნოდარ შეროზიას ხელმძღვანელობით, რუსთავის მერიის მიერ ინიცირებული პროექტი, 2022 წლის ბიუჯეტის გაზრდის შესახებ, დაამტკიცა.
ბიუჯეტის, როგორც შემოსულობების, ასევე გადასახადების ნაწილში, გეგმა 92 მილიონ 789,9 ლარით განისაზღვრა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, დაფინანსდა რიგი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამები. 1 მილიონ 312 ათასი ლარი გამოიყო გზებისა და ტროტუარების კაპიტალური შეკეთებისთვის, 1 მილიონ 446 ათასი ლარი - ავარიული სახლების გამაგრება-რეაბილიტაციისთვის, 1 მილიონ 133 ათასი ლარი - საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის, ბაგა -ბაღების რებილიტაციისთვის ჯამში - 2 მილიონ 258 ათასი ლარი, სტიქიის შედეგად დაზიანებული ბინების სახურავებისთვის - 100 ათასი ლარი, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამაში გარე პერიმეტრზე წყლისა და კანალიზაციის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის - 200 ათასი ლარი.
დღესვე, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დამტკიცდა და განისაზღვრა მეშვიდე მოწვევის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები. საკრებულოს კომისიებში ფრაქციები „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოთხ-ოთხი წევრით არიან წარმოდგენილნი, ხოლო ფრაქცია „რუსთავი-საქართველოსთვის“ - 1 წევრით. შედეგად, მეშვიდე მოწვევის საკრებულოში იმუშავებს ხუთი კომისია, საკრებულოს წევრთა 9 წევრის შემადგენლობით.
დღის წერიგით გათვალისწინებული საკითხის ამოწურვის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიამ რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოაცხადა.