განცხადებები

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე სამშენებლო მასალების მწარმოებელი მცირე საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა

  • 2022-02-16
Image

რუსთავში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და გარემოსდაცვის შესახებ კანონის ეფექტურად აღსრულების მიზნით მიმდინარე მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში , ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, ამჯერად სამშენებლო მასალების მწარმოებელი მცირე საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელსაც ცემენტის, გაჯისა და კირის მწარმოებელი მცირე კომპანიები ესწრებოდნენ, საუბარი , საწარმოებში, ამ კუთხით არსებულ ხელისშემშლელ პირობებსაც შეეხო.
ნინო ლაცაბიძემ, წარმოებების წარმომადგენლებს, ქარხნების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, დახმარება შესთავაზა.
ქარხნების მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში, უკვე შემოწმებულია ,,რუსელოისის“, ,,ჯეო სთილისა“ და ,,ჰაიდელბერგ ჯორჯიას“ რუსთავის საწარმოები.