განცხადებები

ნინო ლაცაბიძე გაზრდილი ბიუჯეტის მთავარ მიმართულებებს მოსახლეობას ადგილზე აცნობს

  • 2022-02-17
Image

რუსთავის ბიუჯეტი კიდევ  გაიზარდა და 92 მილიონი ლარით განისაზღვრა.

ნინო ლაცაბიძე, გაზრდილი ბიუჯეტის მთავარ მიმართულებებს მოსახლეობას ადგილზე აცნობს.

უსაფრთხო ქალაქის კონცეფცია, რუსთავის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ავარიული კორპუსების რეაბილიტაცია, კიდევ რამოდენიმე მისამართზე დაიწყება.

რუსთავის მერი,  მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და  საკრებულოს წევრებთან ერთად,   რუსთაველის N11_ის გიორგაძის N2_ის ჩაპაევის N5 ის და მე11 (N1), მე 14 (N10, 11 12) მიკრორაიონების იმ კორპუსების მოსახლეობას   შეხვდა, რომელთა გამაგრება- რეაბილტაციაზეც ტენდერი უმოკლეს ვადაში გამოცხადდება.

გაზაფხულისთვის დაიწყება სამუშაოები ავარიულ კორპუსებში თბილისის, რჩეულიშვილის და ჯავახიშვილის ქუჩებზე, რომელთა რეაბილიტაციაზეც სატენდერო პროცედურები უკვე დასრულების სტადიაშია.

რუსთავისთვის უპრეცედენტო ნიშნულით-92 მილიონი ლარით განსაზღვრული ბიუჯეტით,  ქალაქის მუნიციპალიტეტი, ავარიული კორპუსების რეაბილიტაციას, ახალი საბავშვო და რეკრეაციული სივრცეების მოეწყობას,  სტიქიით დიზიანებული შენობების გადახურვას და სოციალურ პროგრამებს დააფინანსებს.