საკრებულოს ბიუროს სხდომა

  • 2022-02-22

2022 წლის 28 თებერვალს, 12:00 საათზე, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი: 

  1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღება
  2. არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის „გიგლა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავს მუნიციპალური თეატრი-ს“ (ს/ნ 416298786) სახელწოდების ცვლილებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
  3. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
  4. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის, მერიის სტუქტურული ერთეულების და საკრებულოს აპარატის ბეჭდების და ტვიფრების (შტამპების) გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 15 თებერვლის N538 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
  5. „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის N285 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
  6. „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
  7. „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 მარტის N38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
  8. „ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე - 35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 თებერვლის N94 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
  9. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 მარტის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
  10. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის -ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა - ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის N61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
  11. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ (გიორგაძის ქ. N26)
  12. სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ
  13. თვითმმართველ ქალაქ რუსთავსა და შპს „ჯეოსთილი“-ს შორის გაფორმებული სერვიტუტის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
  14. პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისგან გათავისუფლებაზე თანხობის მიცემის შესახებ (შპს „ჯეოსთილი“)
  15. პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დადასტურებაზე თანხმობის მიცემის შესახებ (შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“)
  16. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის პირობით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დადასტურებაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მოქალაქე თეა ჭუმბურიძე)
  17. პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დადასტურებაზე თანხმობის მიცემის შესახებ (შპს „ნინო ნინიძის სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი“)
  18. პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დადასტურებაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მოქალაქე ნუგზარი ინჯგია)
  19. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის პირობით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარღვევის გამოსწორების ვადის განსაზღვრისთვის თანხმობის მიცემის შესახებ (მოქალაქეები: ალექსანდრე შაპოვალოვა, ჯუმბერ ბერაძე)
  20. პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარღვევის გამოსწორების ვადის განსაზღვრისთვის თანხმობის მიცემის შესახებ (მოქალაქე ლევან ნემსაძე)
  21. „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი საჭიროების მიზნით გამოსაყენებელი ტელეფონების კორპორაციულ ნომრებზე 2022 წლის ყოველთვიური ლიმიტის დაწესების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის N708 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
  22. საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების შესახებ
  23. სხვადასხვა

ნოდარ შეროზია

საკრებულოს თავმჯდომარე