განცხადებები

რუსთავის თეატრში დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

  • 2016-03-03
Image

"სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის" ორგანიზებით და რუსთავის მერიის მხარდაჭერით, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, სადაც სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები იყვნენ მიწვეული. ღონისძიებას რუსთავის მერი დავით ჯიქია და ქალაქის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონცერტში ანსამბლები: ,,მე რუსთველი“, ,,თუთარჩელა“ და სხვა რუსთაველი შემსრულებლები მონაწილეობდნენ. პარალელურად, მუნიციპალური თეატრის ფოიეში რუსთავის სამხატვრო და საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.