განცხადებები

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო

  • 2022-03-30
Image

რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის მიწვევით ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამართულ მიღებას დაესწრო.

ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, რუსთავის ამერიკული კუთხის თანამშრომლები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნინო ლაცაბიძემ ელჩს აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლურად თავსაბურავი გადასცა საჩუქრად, რომელიც დამზადებულია რუსთვის ციხის გათხრების დროს ნაპოვნი სამუზეუმო ექსპონატის, მომინანქრებული ჯამის მიხედვით და თარიღდება XII-XIII საუკუნეებით.