განცხადებები

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

  • 2022-04-09
Image

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ,  მედიას  სამთვიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

როგორც ნინო ლაცაბიძემ შეხვედრის დასაწყისში განაცხადა, რეგიონულ მედიასთან შეხვედრა სისტემატიურ სახეს მიიღებს და სამ თვეში ერთხელ, მედიას და რუსთაველებს ამ ფორმით, გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გარკვეული პერიოდულობით შევხვდეთ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს, მათთან ერთად ვისაუბროთ იმ პროექტებზე, რომელიც მიმდინარეობს ან რომელსაც ვგეგმავთ ქალაქში. ასევე ვუპასუხოთ ყველა იმ კითხვას, რომელიც არსებობს, კონკრეტულად ვისაუბრეთ პრობლემების გადაჭრის გზებზე, რომელიც დღეს არის ქალაქში და ჩვენგან კიდევ უფრო სწრაფ ჩარევას ან მოგვარების გზების მოძებნას საჭიროებს. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო ფორმატია. მოსახლეობასთან ღია და გამჭვირვალე ურთიერთობა ჩვენ პირისპირ შეხვედრებით გვაქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ სივრცის გამოყენებით და მედიასთან ამ ფორმის შეხვედრით, ჩვენ კიდევ უფრო მნიშვნელოვან და დამატებით ინფორმაციას მივაწვდით მათ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ .

რუსთავის მერმა ადგილობრივი და ცენტრალური მედიის წარმომადგენლების, ასევე მოსახლეობისგან სოცქსელში დასმულ კითხვებს უპასუხა.

ნინო ლაცაბიძემ დეტალურად ისაუბრა წლის განმავლობაში დაგეგმილ და უკვე მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ეკოლოგიის გაუმჯობესების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე, უსაფრთხო და მწვანე ქალაქის კონცეფციაზე, სოციალურ და სტუდენტურ პროგრამებზე, არაფორმალურ განათლებაზე, ურბანულ განვითარებაზე, მუნიციპალური სერვისებისა და ტრანსპორტის სფეროში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე.