განცხადებები

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ძლიერი ქარის შედეგებს ადგილზე ეცნობა

  • 2022-04-12
Image

ძლიერმა ქარმა რუსთავში პრობლემები შექმნა. სტიქიამ დააზიანა სახურავები, ელექტრო და გარე განათების სადენები, მოგლიჯა მრავაწლოვანი ხეები. უსაფრთხოების მიზნით რუსთავის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში შესვლა დროებით შეიზღუდა.

ქალაქში შექმნილ მდგომარეობას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ეცნობა.

,,ინფორმაცია შემოდის როგორც ცხელ ხაზზე, ასევე ადგილებზე არიან გასული საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები. ყველა მისამართზე ვიყავით, სადაც ქარმა სახურავები დააზიანა, როგორც კი ქარი ჩადგება დავიწყებთ სტიქიისგან მოყენებული ზარალის შესწავლას“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რამდენიმე მისამართზე, სადაც ქარმა სახურავები ახადა და ხეები მოგლიჯა, მობილიზებული არიან რუსთავის მერიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.