განცხადებები

რუსთავის საბავშვო ბაღებში თორმეტი უკრაინელი ბავშვი ჩაირიცხება

  • 2022-04-14
Image

რუსთავში მყოფი უკრაინის მოქალაქე ბავშვები ბაგა-ბაღებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან.
ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების” ფილიალებში, ბავშვთა ჩარიცხვის წესში, ცვლილების შესატანად, რუსთავის მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა.

ცვლილების თანახმად, უკრაინის მოქალაქე 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ მიმდინარე წლის 1 იანვრამდე, რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღებში დროებითი ცხოვრების უფლების, ბინადრობის ნებართვის ან ბინადრობის უფლების მაძიებლის სტატუსის არსებობის შემთხვევაში, ხოლო პირველი იანვრის შემდეგ შემოსული ბავშვები მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე ჩაირიცხებიან.
,,უკრაინელი ბავშვები ჩვენი ინიციატივით, ძალიან მალე შეძლებენ იგივე სერვისით ისარგებლონ, რომელიც ჩვენი რუსთაველი ბავშვებისთვის გვაქვს. უკვე დავაინიცირეთ წესში ცვლილება, შევიტანეთ საკრებულოში და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შევა ძალაში“, -განაცხადა რუსთავის მერმა.
ამ ეტაპზე, რუსთავის ბაგა-ბაღებში ჩარიცხვის სურვილი თორმეტი უკრაინელი ბავშვის მშობელმა გამოთქვა.