განცხადებები

რუსთავის მერი ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი-CHU) წარმომადგენლებს შეხვდა

  • 2022-04-27
Image

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ქეთევან ბეჟუაშვილთან ერთად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი-CHU) უფროსის მოადგილეს, ირმა გელანტია-ახვლედიანს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და PG Consalting-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე GIZ-ის პროექტის - ,,ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის და PG Consalting-ის მხარდაჭერით, რუსთავის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული ეფექტიანობის აუდიტის საპილოტე პროექტი განიხილეს.
რუსთავის მუნიციპალიტეტმა, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის 2018-2021 წლების სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, რუსთავი იმ რამდენიმე მუნიციპალიტეტს შორის მოხვდა, სადაც ეფექტიანობის აუდიტის პროექტი საპილოტე რეჟიმში განხორციელდა.
ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით განხორციელებული საპილოტე პროექტის მიზანია შიდა აუდიტორულ შემოწმებებში, ეფექტიანობის აუდიტის წილის გაზრდა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში პროგრამული ბიუჯეტირების ეფექტურობის ამაღლებას.